“გარდამტეხი ეტაპი შიდსის წინააღმდეგ – ინიექცია, რომელიც აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას” – ზაზა წერეთელი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ციფრული ჯანმრთელობისა და ინოვაციების დეპარტამენტის ექსპერტი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი:
ეს შეიძლება იქცეს გარდამტეხ ეტაპად გლობალურ ბრძოლაში შიდსის წინააღმდეგ. ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ამ დღეებში რეკომენდაცია გასცა პრეპარატ ლენაკაპავირის ავტორიზებაზე — ინიექცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ კეთდება და აჩვენებს თითქმის სრულ ეფექტიანობას აივ-ის გადაცემის პრევენციაში. კომპანია Gilead Sciences-ის მიერ წარმოებული და გაყიდვაში სახელწოდება Yeytuo_თი ცნობილი, ლენაკაპავირი სთავაზობს ყველაზე ხანგრძლივ დაცვას ამ ეტაპზე არსებულ შიდსის პრეპარატებს შორის — მხოლოდ ერთი ინიექცია ყოველ ექვს თვეში. ადამიანებისთვის, რომლებიც აწყდებიან სტიგმას, შეზღუდულ წვდომას ზე ან გადატვირთულ სისტემებს, ეს ინოვაცია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს.
მეცნიერული მტკიცებულებები დამაჯერებელია: კლინიკურმა ცდებმა აჩვენა თითქმის 100%-იანი ეფექტიანობა როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. -ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი ივნისში, ხოლო ჯანმომ (WHO) ის რეკომენდაციაში შეიტანა როგორც დამატებითი ალტერნატივა აივ-ის რისკის მქონე ადამიანებისთვის. გზავნილი მარტივია — ნაკლები დოზა, ნაკლები ვიზიტი კლინიკაში და უფრო მეტი დაცვა. მაგრამ დღეს მთავარი კითხვა არ არის — შეგვიძლია თუ არა აივ-ის პრევენცია; არამედ — ექნება თუ არა ყველას ამ პრეპარატის მიღების საშუალება კრიტიკოსები სულ უფრო მეტად გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ლენაკაპავირი შესაძლოა ვერ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ Gilead-მა მისცა ლიცენზია გენერიკული ვერსიის წარმოებაზე 120 დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანას, ლათინური ამერიკის თითქმის სრული გამორიცხვა — რეგიონი, სადაც აივ-ის გავრცელება ჯერ კიდევ შედარებით დაბალია, მაგრამ მზარდია — დიდი შეშფოთების საფუძველს იძლევა. ეს უბრალოდ დაკარგული შანსი კი არ არის — ეს არის მიმდინარე პოლიტიკის მარცხი. მხოლოდ გასულ წელს ამ რეგიონში შიდსს ემსხვერპლა 630,000 ადამიანი. დღეს მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს აივ-ით. მწარე რეალობა ასეთია: გარდამტეხი მედიკამენტი არაფერს ნიშნავს, თუ მას გეოგრაფიული ან ეკონომიკური ბარიერები აკრავს. ლენაკაპავირს შეუძლია დაასრულოს აივ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხე. მეცნიერებამ უკვე თავისი გააკეთა. ახლა პასუხიმგებლობა ეკისრება პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს