გარდაიცვალა ცნობილი პედიატრი ქეთი ნემსაძე

ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი ქეთი ნემ­სა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

“ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ყვე­ლა პე­დი­ატ­რის და ყვე­ლა ექი­მის­თვის, უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი­სა და მათი მშობ­ლე­ბის­თვის.

  • გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პე­დი­ატრთა აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, “გლო­ბალ­მე­დის” პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პე­დი­ატ­რი ქეთი ნემ­სა­ძე.

უდი­დე­სია ქალ­ბა­ტონ ქე­თის წვლი­ლი ქარ­თუ­ლი პე­დი­ატ­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ის არის ავ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის “ბავ­შვთა ბუ­ნებ­რი­ვი კვე­ბის დაც­ვი­სა და ხელ­შე­წყო­ბის, ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ“, მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი ბავ­შვთა ასა­კის დი­ა­რე­უ­ლი და რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის და მარ­თვის შე­სა­ხებ, “ბავ­შვთა ასა­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვა“ (IMCI), რა­მაც უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ვე დი­ა­რე­უ­ლი და რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავა­დო­ბის და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში; მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­გეგ­მა ქვე­ყა­ნა­ში “ბავ­შვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის“ შერ­ჩე­ვის პრაქ­ტი­კა; მას ეკუთ­ვნის “ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის და ხელ­შე­წყო­ბის“ პროგ­რა­მის და­ნერგვა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის ინი­ცი­ი­რე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე (ISPCAN-ის მან­და­ტით), ქვე­ყა­ნა­ში ახალ­შო­ბილ­თა რე­ა­ნი­მა­ცი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (AIHA-ს მან­და­ტით). ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და UNICEF-ის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსელს ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის, ბალ­ტი­ის და დსთ-ს ქვეყ­ნებ­ში (Regional Network for Children NGO/UNICEF of CEE/CIS and Baltic States), მისი ინი­ცი­ი­რე­ბუ­ლია კამ­პა­ნია “ნუ და­ტო­ვებ ბავ­შვს მარ­ტო (Leave No Child Out) ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში და ის აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ამე­რი­კის ძუ­ძუ­თი კვე­ბის მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­ის [ABM] და ძუ­ძუ­თი კვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის (IBFAN) საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, ქეთი იყო უბად­ლო ექი­მი, სა­ნი­მუ­შო ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გა, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­უღ­ლე, დედა და ბე­ბია.

დიდი მად­ლო­ბა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, უფალ­მა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული” – წერს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ