გარდაიცვალა ფოთის “კოლხეთის” ყოფილი კაპიტანი ნუგზარ თვარაძე

მამუკა ჯუღელი და ბადრი კვარაცხელია მწუხარებას გამოხატავენ ვეტერანი ფოთელი ფეხბურთელის, გუნდის კაპიტნის, ნუგზარ თვარაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მთელ ფოთს და ქართული ფეხბურთის ოჯახს.
“ლეგენდები მიდიან…. დღეს ჩვენი ქალაქის ფეხბურთის ბუმბერაზმა პიროვნებამ, ნუგზარ თვარაძემ დაგვტოვა”, – წერს “კოლხეთი 1913”-ის პრესსამსახური სოციალურ ქსელში.