გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე

გარდაიცვალა ში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ძაგანია ნადირაძის გარდაცვალების დეტალებს იხსნებს.
“ვანოსგან ვიმყოფებოდით სადღაც 19 კილომეტრში. ლოკაცია ჩამიგდო. მეუბნება ცუდად ვარო. დახმარება მთხოვა. პირველი რაც გავაკეთეთ, რეაგირება, დავურეკეთ სასწრაფოს, ამ ლოკაციაზე რომ მოსულიყო და გადავედით უკვე [წავედით]. მაქსიმალური სისწრფით ვიარეთ. მეგობრებთან ერთად ვიყავით. მოვედით და ასეთი კადრი დაგვხვდა, რომ ვანო დაიღუპა, სამწუხაროდ”, – ამბობს ძაგანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
მან გამოაქვეყნა მიმოწერა ნადირაძესთან.
“ძალიან ცუდად ვარ, მომხედეთ” – წერს ნადირაძე თანამებრძოლებს და მის მისამართს აწვდის – “სასწრაფო გამოიძახეთ, ამ ადგილზე ვარ”.
55 წლის ნადირაძე წლებია უკრაინაში იბრძვის. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ მედიასთან და ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას ფრონტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან