გარდაიცვალა სოხუმში სროლისას დაჭრილი ერთი კაცი

გარდაიცვალა სოხუმში რამდენიმე დღის წინ სროლის შედეგად დაჭრილი რუსლან ადლეიბა. ამის შესახებ ქალაქის “პროკურორმა” ალხას აგუმავამ განაცხადა.
შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა, სროლის შედეგად ხუთი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. მაგთან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
დაუდასტურებული მონაცემებით, დაკავებულია სროლასთან კავშირში მყოფი ორი ეჭვმიტანილი. როგორც ტელეგრამის არხი “D News Абхазия” იტყობინება, დაკავება სოხუმსა და ადლერში განხორციელდა “რუს კოლეგეთან თანამშრომლობით”. ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
სროლა სოხუმში გენადი ადლეიბას გასვენებაში მოხდა, ის კრიმინალურ სამყაროში ქალაქის “მაყურებლის” სტატუსით იყო ცნობილი
შემთხვევის დროს დაიჭრა 59 წლის “კანონიერი ქურდი” რაულ ბარცბა (პიზა). ადგილობრივი ტელეგრამის არხების თანახმად, მთავარი სამიზე სწორედ ის იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით