გარდაიცვალა საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი წევრი რამაზ გოგობერიშვილი

ის 52 წლის იყო. რამაზ გოგობერიშვილმა სპორტული კარიერა რუსთავის საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 90-იან წლებში კი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა.

მას ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული. რამაზ გოგობერიშვილი სხვადასხვა დროს თამაშობდა „რუსთავში“, საბერძნეთის პაოკ-სა და „მენტში“, პორტუგალიის „ავეიროში“.
საქართველოს სამგზის ჩემპიონმა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. ბოლოს ის საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ