გარდაიცვალა პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი

პერუს დედაქალაქ ლიმაში გარდაიცვალა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი. 86 წლის ფუხიმორის კიბო ჰქონდა.
წარმოშობით იაპონელი ალბერტო ფუხიმორი, რომელსაც მემარცხენე რადიკალი მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლველად „სიკვდილის ესკადრონების“ შექმნასა და რეპრესიებში ადანაშაულებდნენ, პერუს პრეზიდენტი იყო 1990-2000 წლებში. 2000 წლის ნოემბერში მან პერუ დატოვა და იაპონიაში გაემგზავრა.
პერუს ხელისუფლების მიერ ინტერპოლით ძებნილი ფუხიმორი 2005 წელს, მოულოდნელად ჩავიდა ჩილეში, სადაც დააპატიმრეს და ლიმას გადასცეს. 2007 წელს პერუს სასამართლომ ალბერტო ფუხიმორი დამნაშავედ ცნო 25 ადამიანის მკვლელობასთან კავშირსა და კორუფციაში და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2017 წელს, პერუს პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ ალბერტო ფუხიმორი შეიწყალა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ფუხიმორიმ გაავრცელა საავადმყოფოს პალატაში ჩაწერილი ვიდეომიმართვა, რომელშიც პერუს მოქალაქეებს პატიებას სთხოვდა და პრეზიდენტს შეწყალებისთვის მადლობას უხდიდა.
შეწყალების მიუხედავად ალბერტო ფუხიმორიმ საპატიმრო მხოლოდ 6 წლის შემდეგ დატოვა, რადგან მისი გათავისუფლების საკითხი იურიდიული დავის საგნად იქცა. ფუხიმორი 2023 წლის დეკემბრში, პერუს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.
2024 წლის ზაფხულში, ალბერტო ფუხიმორის ქალიშვილი კეიკო აცხადებდა, რომ მამა 2026 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს