გარდაიცვალა ნიკოლაი რიჟკოვი, სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ცნობით, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა სსრკ-ის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი რიჟკოვი, რომელიც 2014 წელს ს ანექსიის შემდეგ სხვა რუს მოხელეებთან ერთად დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა.
რიჟკოვის დაკრძალვის თარიღი და ადგილი ჯერ არ არის დადგენილი. “ტასს-ის” ინფორმაციით, რიჟკოვთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიებების ორგანიზებაში პარლამენტის ზედა პალატა მიიღებს მონაწილეობას.
· ნიკოლაი რიჟკოვი 1985-1991 წლებში, მიხეილ გორბაჩოვის მიერ გამოცხადებული „პერესტროიკის“ დროს, იყო სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
· იმ დროს სსრკ-ში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ საბაზრო ურთიერთობებს. მაგრამ რიჟკოვის კაბინეტის პოლიტიკა არათანმიმდევრული იყო და განსაკუთრებით 1989-1990 წლებში ქვეყანა მოიცვა მასშტაბურმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა.
· 1991 წელს რიჟკოვმა მონაწილეობა მიიღო რსფსრ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა ბორის ელცინთან და მეორე ადგილს დასჯერდა.
· პოსტსაბჭოთა რუსეთში იგი იყო სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. 2003 წლიდან 2023 წლამდე ნიკოლაი რიჟკოვი ფედერაციის საბჭოს სენატორი იყო ბელგოროდის რეგიონიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება