ქართველი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
ზურაბ წერეთელმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. იგი 5 000-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, თუ სკულპტურული ნამუშევრის ავტორია. ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“.
ზურაბ წერეთელი 1997 წლიდან იყო რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი.
ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა.
მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული „შრომებისა“ (5 ტომად) და „ეთნოგრაფიული ალბომისათვის“. 1996 – რსფსრ სახელმწიფო პრემია; საფრანგეთის „ვერბეერის“, გაბრიელ მისტრალის (ჩილე),ხელოვნებისა და ლიტერატურის პრემია, იუნესკოს ოქროს ორდენი (აშშ), პაბლო პიკასოს დიდი პრემია (1994), წმინდა კონსტანტინეს ორდენი (1996), სამოქალაქო დამსახურების ორდენი (ესპანეთი)და მრავალი სხვა.
ზურაბ წერეთელი 2002 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
1tv.ge
