გარდაიცვალა მწერალი

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი.

66 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი .

ზურაბ ქარუმიძე მოთხრობებს წერდა ქართულ და ინგლისურ ენებზე. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები. 2018 ლიტერატურული პრემია “ლიტერა” რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია “საბა” წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“.

მას ეკუთვნის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი „Dagny or a Love Feast“. ავტორის მიერვე ინგლისურ ენაზე თარგმნილი მოთხრობები 1996 წელს ამერიკაში Clockwatch Review-ში გამოქვეყნა.

ზურაბ ქარუმიძე, რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: საქართველო/კავკასიის პროფილი და კავკასიის კონტექსტი.

ქარუმიძე იყო ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველოს” დარგობრივი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2005-2012 წლებში.

ზურაბ ქარუმიძეს ლიტერატური წრეებში იცნობდნენ შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმითაც, ამ ფესვდონიმითაა გამოცემული მისი რომანი „ბაყაყები“.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს