გარდაიცვალა მსოფლიო კინოს კლასიკოსი პაოლო ტავიანი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკოსი, იტალიელი რეჟისორი პაოლო ტავიანი.
იტალიური პრესის ცნობით, პაოლო ტავიანი ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად, 29 თებერვალს, საღამოს, რომის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ძმები ტავიანები, პაოლო და ვიტორიო 20-მდე ფილმის თანაავტორები იყვნენ. მათ შორის კანის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე გამარჯვებული ფილმების, „მამა-ბატონი“(1977წ.) და „კეისარი უნდა მოკვდეს“(2012წ.)
ვიტორიო ტავიანი 2018 წელს გარდაიცვალა. პაოლო ტავიანიმ ძმას მიუძღვნა 2022 წელს გადაღებული ფილმი „მშვიდობით, ლეონორა“.