გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრისტან სარალიძე ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის ხეობაში დაიბადა და 1980 წლიდან რუსთაველის თეატრში თამაშობდა, მათ შორის, სპექტაკლებში: “კავკასიური ცარცის წრე”, “მეფე ლირი”, “საბრალდებო დასკვნა”, “მაკბეტი”, მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” და სხვა.
საზოგადოებას ის ახსოვს მის მიერ შესრულებული კინოროლებითაც ისეთ ფილმებში, როგორიცაა “სიყვარული ყველას უნდა”, “ადამიანთა სევდა”, “ბეღურების გადაფრენა”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ