გარდაიცვალა მომღერალი ხვიჩა ხოჯავა

მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ბარბაქაძე (ფანდურა) ავრცელებს.

„ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, ძმაო, რატომ, რატომ… ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, – წერს მომღერალი.

დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია, თუმ­ცა მისი მე­გობ­რე­ბი წე­რენ, რომ ხო­ჯა­ვას გული გა­უ­ჩერ­და.

“ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ვმე­გობ­რობ­დით. უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი იყო, რო­მელ­საც ქონ­და თა­ვი­სი სტი­ლი და მა­ნე­რა და იყო უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ვერ გა­ვი­გე რა მოხ­და” – წერს მომ­ღე­რა­ლი პან­ჩო სოცქსელ­ში.

“სა­ქარ­თვე­ლომ კარ­გი შვი­ლი და­კარ­გა თა­ნა­მო­აზ­რე და თა­ნა­მებ­რძო­ლი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულ­ში” – წერს პრო­დი­უ­სე­რი ლაშა ბას­ლან­ძე.

“არ შე­მიძ­ლია… უსი­ტყვო ვარ…. გაქ­ვავ­და ემო­ცია, გა­ი­ყი­ნა” – წერს მომ­ღე­რა­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი.

“წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი Xvicha Xojava, როცა მისი ვი­დეო დავ­დე ჩემს გვერ­დზე Happy End და მა­ლე­ვე მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა ჰქონ­და ძა­ლი­ან თბი­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და გუ­ლი­ა­ნი ბიჭი იყო მი­უ­ხე­და­ვად იმის რომ პი­რა­დად ერ­თმა­ნეთს არ ვიც­ნობ­დით ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო, ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი მის­გან ყუ­რა­დღე­ბას და სით­ბოს და ძა­ლი­ან მე­წყი­ნა ხვი­ჩას იმირ სამ­ყა­რო­ში გა­და­ნაც­ვლე­ბა, უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს მისი სული” – წერს მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ალე­კო ავაზ­ნე­ლი.