მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურა ბარბაქაძე (ფანდურა) ავრცელებს.
„ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, ძმაო, რატომ, რატომ… ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, – წერს მომღერალი.
დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია, თუმცა მისი მეგობრები წერენ, რომ ხოჯავას გული გაუჩერდა.
“ძალიან დამწყვიტა გული. ძალიან მიყვარდა და ვმეგობრობდით. უნიჭიერესი ბიჭი იყო, რომელსაც ქონდა თავისი სტილი და მანერა და იყო უსაყვარლესი ადამიანი. ვერ გავიგე რა მოხდა” – წერს მომღერალი პანჩო სოცქსელში.
“საქართველომ კარგი შვილი დაკარგა თანამოაზრე და თანამებრძოლი ქვეყნის სიყვარულში” – წერს პროდიუსერი ლაშა ბასლანძე.
“არ შემიძლია… უსიტყვო ვარ…. გაქვავდა ემოცია, გაიყინა” – წერს მომღერალი ეკა კვალიაშვილი.
“წლების წინ გავიცანი Xvicha Xojava, როცა მისი ვიდეო დავდე ჩემს გვერდზე Happy End და მალევე მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა ძალიან თბილი, პოზიტიური და გულიანი ბიჭი იყო მიუხედავად იმის რომ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობდით ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო, ყოველთვის ვგრძნობდი მისგან ყურადღებას და სითბოს და ძალიან მეწყინა ხვიჩას იმირ სამყაროში გადანაცვლება, უფალმა გაანათლოს მისი სული” – წერს მისი ერთ-ერთი მეგობარი ალეკო ავაზნელი.