გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ვაჟა აზარაშვილს სხვადასხვა წლებში მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული აქვს ღირსების ორდენი.
იყო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი. 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წერდა სიმფონიურ და საესტრადო ნაწარმოებებს, მუსიკას სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის.