გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
ავტორია სხვადასხვა კომპოზიციისა თუ სიმღერისა, მათ შორის თბილისის „დინამოს“ ჰიმნი.