გარდაიცვალა კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოსთან საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა

1 თებერვალს, საავადმყოფოში გარდაიცვალა 44 წლის ზამირ კვეკვესკირი, დევნილი, რომელმაც 27 იანვარს, დევნილთა სააგენტოსთან, თავის დაწვა სცადა. ის სხეულის 65%-ის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით მოხვდა საავადმყოფოში.
„ითხოვდა ლაპარაკს. ვინმესთან შეხვედრას“, – ისმის ხმა ვიდეოკადრში, რომელიც რადიო თავისუფლებას მიაწოდეს.
ვიდეო დევნილთა სააგენტოს მდებარე შენობიდან არის გადაღებული. კადრებში ჩანს შესასვლელი, მოქალაქეთა მისაღებში. ვიდეოს დასაწყისში კაცს ცეცხლი უკვე წაკიდებული აქვს და, სავარაუდოდ, დაცვის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას ჯერ წყლით, შემდეგ კი ცეცხლმაქრით ცდილობენ.
ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ნუკრი ნოდიამ, მოძრაობის, „სთვის“ დამფუძნებელმა. რადიო თავისუფლებასთან მან ივარაუდა, რომ მომხდარი აფხაზეთიდან დევნილების მიმართ სახელმწიფოს საბინაო პოლიტიკას უკავშირდებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში“ კაცი დასთან ერთად იყო მისული. სააგენტოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ის „არ შემოსულა შენობაში, არანაირი მომსახურება არ მოუთხოვია, არც წერილი არ დაუწერია“.
1 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა” და მისი “სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ”.
იანვარში, -მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა