გარდაიცვალა იარაღის ცნობილი მწარმოებელი, ავსტრიელი ინჟინერი გასტონ გლოკი.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
გლოკი 94 წლის იყო.
ვენელმა მეწარმემ სახელი გაითქვა „გლოკის“ ტიპის მსუბუქი იარაღით.
„გლოკ 17-მა,“ რომელიც 1980-იან წლებში გამოვიდა, პლასტიკური მასის მაღალი შემცველობით რევოლუცია მოახდინა იარაღის მსოფლიოს ბაზარზე.
„გლოკის“ ტიპის პისტოლეტებს მოიხმარენ გერმანიის, ავსტრიის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების უშიშროების ძალები.
