გარდაიცვალა გოგონა, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა

თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 21 წლის გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია Ambebi.ge-ს გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებ­მა და­უ­დას­ტუ­რეს. გო­გო­ნას სხე­უ­ლის 48% დამ­წვა­რი ჰქონ­და და ის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ლო­ბა­ქი­ძეა. ის აგა­რი­დან იყო.

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, 23 სექ­ტემ­ბერს, გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია.

“აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ლე­წი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. მთელს სახ­ლში იყო უზარ­მა­ზა­რი აფეთ­ქე­ბა, ბეწ­ვზე გა­დავ­რჩით… მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს აფეთ­ქდა 2 კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი. 2 დღეა ვამ­ბობთ, რომ გა­ზის სუ­ნია, მო­ვი­და სა­მაშ­ვე­ლო, სა­ხან­ძრო, პატ­რუ­ლი და გვი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის… პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი არა­ვინ არის” – ჰყვე­ბოდ­ნენ მა­შინ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2 მუხ­ლით – სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე და 240-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლე­ბიც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­სა და ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)