მისი ოჯახის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით BBC დღეს, 5 აგვისტოს იუწყება, რომ სტელა რიმინგტონი 3 აგვისტოს ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.
სტელა რიმინგტონი დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის გენერალური დირექტორი იყო 1992-1996 წლებში. ის იყო MI5-ს პირველი ხელმძღვანელი, რომლის დანიშვნის შესახებ საჯაროდ გამოცხადდა.
სტელა რიმინგტონი იყო პროტოტიპი აგენტ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების გმირის, М-ის, რომლის როლიც მსახიობმა ჯუდი დენჩმა შეასრულა.
2011 წელს გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში სტელა რიმინგტონმა განაცხადა, რომ ამაყობს იმით, რომ MI5-ის პირველი ქალი დირექტორი იყო, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახური შეიცვალა და აღარ იყო დახურული, ძველმოდური ორგანიზაცია.
2001 წელს რიმინგტონმა ავტობიოგრაფია დაწერა, შემდეგ კი – რამდენიმე ჯაშუშური დეტექტივიც. 2014 წელს სტელა რიმინგტონმა BBC-ს უამბო, რომ მის წიგნებს გამოცემამდე კონტრდაზვერვის სამსახურში ამოწმებდნენ და იყო შემთხვევები, როცა გმირების სახელების ან მოქმედების ადგილის შეცვლა სთხოვეს.
2025 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქალი პირველად ჩაუდგა სათავეში დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილ სამსახურსაც. ამ თანამდებობაზე 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა.
ფორუმი
