ბოლდოკი ინგლისში დაიბადა, ასპარეზობდა “მილტონში”, “ნორტჰემპტონში”, “ტამუორტში”, “ოქსფორდში”, “შეფილდ იუნაიტედში” და ისლანდიის “ვესტმანაიერში”. ის ხუთი თვის წინ გადავიდა “პანათინაიკოსში”.
ბოლდოკს საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული – ბოლოს თბილისში ამა წლის 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.