გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი, 530 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად მოინახულა.
„პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე მოედანი, ტრიბუნა, განათების სისტემა, საპარკინგე სივრცე, დაიგო საფარი, თითქმის დასრულებულია ბაზის მშენებლობაც.
მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე შენდება ფიზმომზადების ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენების შესაძლებლობების სწორ განვითარებას და მათ პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით.
სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 3 000 000 ლარამდე შეადგინა.
თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონი რწმუნებულთან, მერთან და საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტთან ერთად რწმუნებულის მოადგილეებმა, ნიკა მ და ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ