გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, პირველ მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილთან, მოადგილე ფუად მირზოევთან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, მოადგილე ზაზა ონიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლელაშხას დასახლებაში დასრულების ეტაპზეა, დაახლოებით 20 000 კვადრატული მეტრი ფართობის, რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები.
„პროექტის ფარგლებში, მოხდა ტერიტორიის გამწვანება, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, სატრენაჟორო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
სარეკრეაციო ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სვანური კოშკის მშენებლობის პროცესი, რომელიც დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის მშობლიური კუთხის სიმბოლურ დატვირთვას წარმოადგენს.
პროექტების ჯამური ღირებულება 880 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება