გარდაბანში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, გარდაბნის კულტურის სახლში, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ გარდაბნელ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამას, რომლის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებას წარმოადგენს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე 16 წელია წარმატებით ახორციელებს.
“წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პერსონალური კომპიუტერი, 72 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
ღონისძიებას, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რიცხვი მზარდია და დინამიკა წლიდან-წლამდე უმჯობესდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს