გარდაბანში, მამასთან ერთად ავტომობილი მის შვილსაც დააჯახეს – ექიმები 22 წლის ახალგაზრდას გადარჩენას ცდილობენ

რუსთავში, ექიმები 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ. მას, გავრცელებული ინფორმაციით, თვალწინ ჯერ მამა მოუკლეს, შემდეგ კი ავტომობილი მასაც დააჯახეს. ის ამჟამად რეანიმაციაში ექიმების და საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
დაზარალებული ახალგაზრდა თავადაც სამი ადამიანის დაჭრაშია ბრალდებული.
ყველაფერი კი გარდაბანში ქორწილში დაიწყო, სადაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თანასოფლელებმა ჯერ სუფრაზე იკამეთეს, შემდეგ დაპირისპირება ერთ-ერთ კაფეში გაგრძელდა, რაც საბოლოოდ ქუჩაში მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.
საბოლოო ჯამში, დაჭრილია სამი, დაკავებულია ორი და მოკლულია 50 წლის კაცი, რომელსაც ქუჩაში თავდამსხმელებმა ავტომობილით გადაუარეს.
ცნობილია დაპირისპირებაში მონაწილე ფიგურანტების ვინაობაც.
რა გარემოება არის ცნობილი ამ დროისთვის?
ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის პირველი უთანხმოება 5 იანვარს, საღამოს საათებში, ერთ-ერთი ქორწილის დროს დაიწყო და მოგვიანებით კაფეში გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს, შენიშვნა მისცა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ადგილობრივების მონაწოლის თანახმად, მოგვიანებით, აიდინ მამედოვის ოჯახის წევრები ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და კაცს მანქანით გადაუარეს. 50 წლის კაცის სახლთან მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა სამი ადამიანი დანით დაჭრა, რის შემდეგაც ავტომობილი 22 წლის მამაკაცსაც დააჯახეს.
რას ამბობს ?
გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს და 3 პირი კი ამხილეს.
-ს თანახმად, 6 პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2 პირს, ერთ-ერთმა კი 2 ადამიანს ავტომანქანა განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს(ტვპირველი)