გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთი პირი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი.
შემთხვევა გუშინ, 5 იანვარს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი თანასოფლელებს შორის მოხდა.
“ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




