გარდაბანში ბიზნესმენს საკუთარ ეზოში მანქანა დაუწვეს

გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს. ალაზირ ირზაევის მანქანას ბენზინი გვიან ღამით, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაასხეს. არსებობს შესაბამისი ვიდეოკადრებიც – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ბიზნესმენი ანგარიშსწორებას რეკეტს და მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, თავდასხმის ორგანიზატორად კი კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს ასახელებს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, ს დროს “ოცნებას” ხმების მობილიზებაში ეხმარებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მამედოვი მათგან მუდმივად ითხოვს ფულს, აშინებს და ემუქრება. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ყველაფერი იცის, თუმცა არ რეაგირებს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო: “მთავარი არხი”