გაორმაგებული ხელფასი და გამოსასყიდი თანხა – სატრანსფერო ექსპერტი “კვარასა” და “ნაპოლიზე” წერს

“ნაპოლის” გარემარბი “პარტენოპეისთან” ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები იქნება, გარდა ამისა ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული.
“ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს, მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები იქნება. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება. “პარტენოპეის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება”, – განაცხადა ვენერატომ Rai-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, “კვარას” ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში
ეწურება.