ყველაფერი დაიწყო ბანალურად, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ემიგრაციაში მყოფი ქართველები მღეროდნენ, უცხოელმა ინტერნეტმომხმარებელმა იკითხა – რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ… ქართველმა აუხსნა. საუბარი სხვა თემებსაც შეეხო, ხელოვნებას, კულტურას, სპორტს. შემდეგ მიმოწერამ პირადში გადაინაცვლა.
37 წლის ქეთი თავის ონლაინ-ურთიერთობაზე გვიამბობს, რომელსაც შესაძლოა, რეალური გაგრძელება ჰქონდეს…
-ბერძნული მეგონა, ბერძნებს ძალიან ჰგავხართო, მითხრა. საქართველო რომ ვუხსენე, მაშინ საბჭოთა კავშირი და სტალინი მოიშველია, თქვენზე წაკითხული მაქვს, მეგონა, სხვა რესპუბლიკებივით რუსეთთან იყავითო. გავბრაზდი, რაღა დროს საბჭოთა კავშირია-მეთქი… მცირედი კამათის შემდეგ, როდესაც მოსაუბრის გვარ-სახელიც კი აღარ მახსოვდა, სოციალურ ქსელში შეტყობინება მომივიდა, მეგობრობას მიგზავნიდა – ფოტოთი ვიცანი. ის ჯიუტი კაცი იყო, რომელიც წეღან, კომენტარებში რომელიღაც სპორტსმენის „უბადლო ნიჭიერებაზე“ ზედმეტად თავდაჯერებული საუბრობდა თუ წერდა და სხვის აზრზე, მხოლოდ გამაღიზიანებელ სიცილაკის ნიშნებს სვამდა. მეგობრობის თანხმობა არ მიმიცია, მაგრამ მაინც მომწერა, თავის ნარატივს აგრძელებდა, მისი აზრის მართებულობას, რაღაც ვიდეოებითა და პუბლიკაციებით ამყარებდა.
ეტყობოდა, რომ „გუგლი ტრანსლეიტით“ ნათარგმნ ტექსტებს წერდა. შემდეგ, მომიბოდიშა, ინგლისური კარგად არ ვიცი, იტალიელი ვარო. გავბრაზდი – მანიაკი ხართ, თუ რას დამდევთ-მეთქი… თქვენი არგუმენტირებულად ახსნილი აზრებით დავინტერესდიო. საქართველოზე ძალიან ცოტა რამე იცოდა, ძირითადად, სპორტით.
მუსიკოსი ყოფილა, ოღონდ რომელიღაც არაცნობილი ჯგუფიდან, მეგობრები ვუკრავდით და ვმღეროდით, შემდეგ კი, დავიშალეთ. მე კი, ჩემს ქალაქში პატარა კაფე გავხსენიო…
თავისით მიყვებოდა, უფრო სწორად მწერდა. არეულ-დარეულად, მაგრამ აზრს ვიგებდი. ფილმის სცენარივით იყო – ერთ პერსონაჟი რომ მეორეს ამოიჩემებს. ეს ყველაფერი იმავე საღამოს არ მოუყოლია, შემდეგ, თანდათან მიამბო. თავიდან მხოლოდ ვკითხულობდი და ხანდახან, ზრდილობის ნიშნად სიცილაკებს ვუგზავნიდი.
იმდენად ვიყავი სამსახურისა და სხვა საქმეებში ჩაფლული, პირადზე ფიქრისთვის ძალიან ცოტა მრჩებოდა, ვიღაცებზე მიფიქრია, ოღონდ ძალიან პრაგმატულად. ჩემს თავს ვეუბნებოდი, დაახლოებით ასე – ეს ბიჭი კარგი ქმარი იქნებოდა, ალბათ ღირს ურთიერთობა-მეთქი. ერთხელ მიყვარდა, მაგრამ ჩვენმა, თითქმის ერთწლიანმა თანაცხოვრებამ არ გაამართლა, ცივილურად დაშორება გადავწყვიტე, მან კი, სიტუაცია ძალიან დაძაბა… წაიკითხეთ სრულად
ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის ემოციური ცეკვა, რომელიც „გაღმა ნაპირის“ მუსიკაზე შეასრულეს
VIDEO: „სადარბაზოებს ვალაგებდი, ბარმენად ვმუშაობდი, ქუჩაში ვმღეროდი“ – მანანა მენაბდე
VIDEO: „ვერ ავიხდინე ნატვრა… ბევრჯერ მიფიქრია, რომ არ გავთხოვილიყავი და სწავლა გამეგრძელებინა“ – აზერბაიჯანელი ქალის, ნაჯიბა ბაირამოვას ემოციური ამბავი