განცხადება: ბაქსვუდის სკოლა არ ყოფილა ინფორმირებული და არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ტრანსპორტირების ორგანიზებაში

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის განცხადება
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ბაქსვუდის სკოლის ლოგოს მქონე მიკროავტობუსით მოძრაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს შემდეგი გარემოებები:
აღნიშნული მიკროავტობუსი არ წარმოადგენს ბაქსვუდის სკოლის საკუთრებას და არც მძღოლია ბაქსვუდის სკოლის თანამშრომელი, რადგან სკოლის ტრანსპორტირების სერვისის მცირე ნაწილი ორგანიზებულია სხვა სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ ქირაობს მძღოლებსა და მიკროავტობუსებს საკუთარი ავტომანქანებით.
ლოგოს განთავსება ტრანსპორტზე განპირობებულია მხოლოდ სკოლის უსაფრთხოების სტანდარტებითა და ბასლაინზე დაშვების წესებით და არ ნიშნავს იმას, რომ მოცემული კონკრეტული მიკროავტობუსი სკოლის საკუთრებაა ან სკოლა რაიმე ფორმით ჩართული იყო აღნიშნულ პროცესში.
ბაქსვუდის სკოლა არ ყოფილა ინფორმირებული და არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ტრანსპორტირების ორგანიზებაში. ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ საზოგადოებრივ ინტერესს და პასუხისმგებლობით ვუდგებით გავრცელებულ კითხვებს.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო/ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მარჯანიშვილის მეტროსთან პოლიცია ბაქსვუდის სკოლის სტიკერიან მიკროავტობუსში ზის.