განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია

განცხადებაში საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია
როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში.
„სრული სიყალბეა წარმოდგენილი ამ განცხადებაში. საუბარია მშვიდობიან მომიტინგეებზე და თქვენ ხედავდით, როგორი მშვიდობიანი იყო ის მიტინგები, რომლებიც ეწყობოდა საქართველოში. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს ვხვდებით ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებაში, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ასეთ სიყალბეს არცერთ ამერიკულ განცხადებაში ჩვენ არ შევხვდებით. ეს განცხადებაც არის ზუსტად ამ პროცესის გაგრძელება. მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალ ადმინისტრაციას მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვოს მთლიანად რეგიონში, ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, ეხება მთლიანად რეგიონს და ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა. “, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად