განცი მმართველ კოალიციას ტოვებს; ამბობს, რომ ნეთანიაჰუ “რეალურ გამარჯვებას” ხელს უშლის

ისრაელის პოლიტიკური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერმა, ბენი განცმა გამოაცხადა, რომ იგი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ს პრემიერმინისტრ სთან ერთად ჩამოყალიბებულ საგანგებო მთავრობას ტოვებს. ამასთანავე, მან პრემიერმინისტრს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
განცის თქმით, ნეთანიაჰუ ისრაელს “ნამდვილი გამარჯვების” მოპოვებაში უშლის ხელს. მან ასევე დაამატა, რომ ჰამასის თავდასხმის შემდეგ მისი პარტია მთავრობის კოალიციას ქვეყნის გულისთვის შეუერთდა, იმის მიუხედავად, რომ “ვიცოდით, ეს ცუდი მთავრობა იყო”. კოალიციური შეთანხმებით, ბენი განცი ომის კაბინეტს უძღვებოდა.
განცმა ასევე დაამატა, რომ ისრაელის მოსახლეობა “ცარიელ დაპირებებზე” მეტს იმსახურებს და “ნამდვილი გამარჯვების” მოპოვება მძევლების დაბრუნებას, ღაზაში ჰამასის მმართველობის დასრულებას და ირანის წინააღმდეგ რეგიონული ალიანსის შექმნას გულისხმობს.
განცის კოალიციიდან გასვლით ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია ქნესეთში უმრავლესობის შენარჩუნებას მაინც შეძლებს. განცის პარტია ეროვნული ერთიანობის გარეშე, პრემიერის კოალიციას პარლამენტში 64 ადგილი ექნება, ხოლო უმრავლესობისთვის 61 ადგილია საჭირო.
განცი კოალიციიდან გასვლის გამოცხადებას 8 ივნისს გეგმავდა, თუმცა ჰამასის ტყვეობიდან 4 მძევლის გასათავისუფლებელი სამხედრო ოპერაციის გამო გადაწყვეტილების გასაჯაროება ერთი დღით გადადო.