განცდა, რომელიც საქართველოშიც და უცხოეთშიც უსიამოვნოდ ჩარჩა – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, განაცხადა, რომ 2020 წლის ს გაყალბებაზე საუბარი დეზინფორმაციაა და რადიკალებს მართალია, ხალხი არ უსმენს, მაგრამ ს დეზინფორმაცია მაინც უსიამოვნო განცდათ ჩარჩათ საქართველოსა და უცხოეთში, მან სტარტეგიული პარტნიორებიც კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. შესაძლოა, ამ განცხადებით, პაპუაშვილი იმის თქმას ცდილობს, რომ 2024 წლის არჩევნების შესახებაც, თუ რამე კითხვის ნიშნები გაჩნდა, ისიც დეზინფორმაცია იქნება.
,,ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ლამის ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე. ხოლო, საქმე საქმეზე რომ მიდგა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების წარდგენა ითხოვა, ვერანაირი დასაბუთებული პრეტენზია ვერ იქნა წარმოდგენილი და მთელი ეს ყალბი კამპანია ხუხულასავით ჩამოიშალა. მართალია, დეზინფორმაცია გამოაშკარავდა და სიყალბეც გაირკვა, მაგრამ საქართველოშიც და უცხოეთშიც უსიამოვნოდ ჩარჩა განცდა, რომ თითქოს რაღაც არ იყო წესრიგში, თითქოს ადგილი ჰქონდა დემოკრატიის დარღვევას. საბოლოოდ, დეზინფორმაციის ამოცანაც ხშირად ხომ ზუსტად ესაა – დატოვოს უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, თუ რა არის სიმართლე და ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ აქტიურად აითვისა ეს მარტივი, უხეში და სამარცხვინო მეთოდი და დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას მარტო გვიწევდა. კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდევაც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა. ვინაიდან რადიკალიზმი ქართული კულტურისთვის უცხო და მიუღებელია, ამიტომ რადიკალი პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რომელიც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული. ხალხი არ უსმენს რადიკალებს. რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციის კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება.”

ასევე დაგაინტერესებთ