განსხვავებული აზრის დევნა-დაბლოკვა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, თუნდაც სოცქსელისგან, სამარცხვინო და ევროპული დემოკრატიისთვის დამაზიანებელი აქტია

განსხვავებული აზრის დევნა-დაბლოკვა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, თუნდაც სოცქსელისგან, სამარცხვინო და ევროპული დემოკრატიისთვის დამაზიანებელი აქტია
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, განსხვავებული აზრის დევნა-დაბლოკვა, ყველაზე სამარცხვინო და ევროპული დემოკრატიისთვის დამაზიანებელი აქტია და ალტერნატიულ აზრს ვერ ჩაახშობენ.
“განსხვავებული აზრის დევნა-დაბლოკვა და ა.შ. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, თუნდაც სოცქსელისგან, არის ყველაზე სამარცხვინო და ევროპული დემოკრატიისთვის დამაზიანებელი აქტი. ალტერნატიულ აზრს თუნდაც ევროინტეგრაციის დროშით, ვერ ჩაახშობენ. ევროინტეგრაციის დროშას კი ბოლო დროს ბევრი ბინძური და სისხლიანი ხელები წაეპოტინა. სხვა გზა აღარ დარჩათ.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს