“განსხვავებით დასავლეთისგან, მუქარა და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის” – ზახაროვა

“რასაც ახლა ვუყურებთ, არის მორიგი ფაქტი -ის ცინიკური და უცერემონიო ჩარევისა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში. ახლა ვაშინგტონში არ მოეწონათ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ქართული კანონი. შემდეგ რა იქნება? კიდევ რომელი კანონი არ მოეწონება ვაშინგტონს? თუ ახლა თბილისი და ქართველი ხალხი დაემორჩილება ამ შანტაჟს, აჩვენებენ, რომ მათ ყველაფერი შეიძლება გაუკეთო…. რაც გააკეთეს კიდეც — ახლა არ არსებობს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ყველაფერი გათელილია კოლექტიური დასავლეთის მიერ შეერთებული შტატების მეთაურობით. შეხედეთ აშშ-ის განცხადებას — რადგან თბილისი არ ემორჩილება ვაშინგტონის ზეწოლას, საქართველო მაშინვე დაადანაშაულეს დემოკრატიის გზიდან გადახვევაში. მაშინვე თქვეს, რომ საჭიროა დასჯა. ახლა შეერთებული შტატები და მოკავშირეები საქართველოს ემუქრებიან პერსონალური სანქციებით, ევროატლანტიკური პერსპექტივის დაბლოკვით, უვიზო რეჟიმის შეჩერებით, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევით. და ეს მხოლოდ ერთი კანონია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ყველა თანხა უნდა იყოს დეკლარირებული, თუ ისინი შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ისახავს მიზნად.
მოსყიდვა უნდათ? არ იციან, ვისთან აქვთ საქმე? ეს არის კოლონიალური პრაქტიკა, დააშინონ, გატეხონ და მოატყუონ. განსხვავებით დასავლეთისგან, მუქარა და შანტაჟი ჩვენი მეთოდი არ არის“

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას