განსაკუთრებული მადლობა ეკუთნით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც მათი საყრდენი და მხარდამჭერია – ირაკლი ჩიქოვანი

განსაკუთრებული მადლობა ეკუთნით სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებიც მათი საყრდენი და მხარდამჭერია – ირაკლი ჩიქოვანი
„სამხედროები თავს უძღვნით ჩვენს სამშობლოს, რაც მუდმივ მზადყოფნასა და უპირობო დისციპლინას გულისხმობს. ეს კი, განსხვავებულ ცხოვრების წესს მოითხოვს თქვენგან, რაც მუდმივ თანადგომასა და ხელშეწყობას საჭიროებს თქვენი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თქვენს ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურის საყრდენი და მხარდამჭერია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღირსეულ სამხედროებს ოჯახის წევრები აძლიერებენ.
ვაზიანში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სიტყვით მიმართეს და თავდაცვის ძალების დღე მიულოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ

ევროკავშირის ელჩი აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ზაფხულში შეჩერდა – თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი საქართველოს ხელშია? გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატიულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას