განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები არ იძლევა გაყალბებაზე სპეკულაციის არანაირ საშუალებას – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ს განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული , გაყალბებაზე სპეკულაციის არანაირ საშუალებას არ იძლევა.
მისი განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ადგილი მმართველობაში არ არის, რადგან ამით ქვეყანას დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე დაემუქრება.
“განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები არ იძლევა ამ თემაზე [გაყალბებაზე] სპეკულაციის არანაირ საშუალებას. სრულ გარანტიას იძლევა იმისა, რომ არანაირი გაყალბება არ მოხდება. ფაქტია, რომ წარსული და აწმყო გვიჩვენებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის ადგილი მმართველობაში არ არის, ვინაიდან ქვეყანას დაემუქრება რეალური, გარდაუვალი საფრთხე, პირველ რიგში დესტაბილიზაციის, მეორე პრობლემა რაც არსებობს, იდეა იმისა, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი უნდა განვითარდეს, მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ მიმართ ამომრჩევლის უნდობლობას და აქ სააკაშვილის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში