განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა მშვიდობისთვის – ილია მეორე ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა მშვიდობისთვის – ილია მეორე ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს -ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
როგორც პატრიარქი მისალოც წერილში აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრამპის მისწრაფება, დაიცვას ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროს ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის.
„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას.
ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის.
ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. „ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5).
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო.
ღრმა პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-ს მიტროპოლიტი “, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა ევროპის ფრონტის წინა ხაზია და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარისკაცს – თუკი ევროკავშირი ამბობს, რომ წინა ხაზია, კეთილი ინებოს, ჩაჯდეს სანგრებში და იომოს მხარდამხარ

შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე – იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის