განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურას და სოფელ ორთას ტერიტორიაზე განათავსა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის