განმუხურში, მდინარე ენგურში საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, ანაკლიაში სტუმრად ჩასული ბიჭი მეგობრებთან ერთად მდინარეზე წავიდა, ბიჭი სხვა ბავშვებმა ადგილზე მისვლიდან მალევე ვეღარ შეამჩნიეს და ძებნა დაიწყეს. მათივე ცნობით, მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის ტანსაცმელი.
