განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს და ალბათ გამოიტანს დასკვნას – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მასთან საუბრის შემდეგ, დასკვნას გამოიტანს.
და შარლ მიშელი ერთმანეთს გუშინ, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
„ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ -მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ს თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე , შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც -დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას.
ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრიდან მეორე დღეს, 8 ნოემბერს, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. შარლ მიშელის თქმით, სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა, რაც სერიოზულ გამოძიებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ