აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და გენერალ ჩარლზ ბრაუნს შეხვდა. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
“აშშ-ში ვიზიტი დავიწყე ლოიდ ოსტინთან და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის შტაბის მეთაურთა გაერთიანების თავმჯდომარე გენერალ ჩარლზ ბრაუნთან შეხვედრით. განვიხილეთ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, წინა ხაზზე განვითარებული მოვლენები და აშშ-უკრაინის შემდგომი თავდაცვის თანამშრომლობა. აშშ-ის მადლობელი ვარ ჩვენი შეთანხმებების შესრულებისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე მდივან ოსტინისა და გენერალ ბრაუნის
პირადი ხელმძღვანელობისთვის”, – წერს ზელენსკი.
I began my visit to the USA by meeting with @SecDef Lloyd Austin and Chairman of the Joint Chiefs of Staff General Charles Brown at the US National Defense University.
We discussed global security challenges, frontline developments, and further US-Ukraine defense cooperation.… pic.twitter.com/Y3j7jO48Lo— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 11, 2023