“განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ” – ვინისიუს ჟუნიორი

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა.
ბრაზილიელის თქმით, მას იმაზე მეტი ტიტულის მოგება, გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება სურს, ვიდრე ეს გასულ სეზონში მოახერხა.
“მინდა უფრო მეტი ტიტული მოვიგო, ვიდრე გასულ წელს მოვახერხე, ასევე გავიტანო მეტი გოლი და შევასრულო კიდევ უფრო ბევრი საგოლე პასი. განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ.
მართალია “რეალში” უკვე 6 წელია ვთამაშობ, მაგრამ ლუკა მოდრიჩთან ერთად მოედანზე ყოფნით არასდროს დავიღლები, მაქვს საშუალება, რომ ასეთი ფეხბურთელებისგან ვისწავლო, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა”, –
ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Marca.