AI ასისტენტი და სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები – ყველაფერი, რაც ეფექტური რეკრუტინგისთვის გჭირდებათ, უკვე ერთ პლატფორმაზეა.
ადამიანური რესურების მენეჯერის ერთი სამუშაო დღე ძალიან დატვირთული და დროში აჩქარებულია. მას დეტალურად გაანალიზებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება და პასუხიმგებლობა აკისრია. სწორედ, ამ და სხვა საჭიროებების გათვალისწინებით განახლდა საქართველოში ყველაზე დიდი განცხადებების პლატფორმის დასაქმების მიმართულება – jobs.ss.ge რომელიც არ არის მხოლოდ ვაკანისების საიტი. ეს არის ციფრული HR პარტნიორი, რომელიც აერთიანებს მომხმარებელზე მორგებულ ინტერფეისს, მრავალფუნქციურ სამუშაო სივრცესა და ყველაზე მნიშვნელოვანს – ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც რეალურად გიმარტივებთ ყოველდღიურ ამოცანებს.
რას გულისხმობს ეს დამსაქმებლებისთვის?
“განახლებულ საიტზე საქართველოში პირველებმა დავნერგეთ AI ასისტენტი. ამ ფუნქციონალის დახმარებით, რამდენიმე წამში მზად გექნებათ ვაკანსიის გამართული და ავთენტური ტექსტი, ამისათვის კი თქვენი მხრიდან საჭიროა მხოლოდ პოზიციის დასახელება, სამუშაო სფეროს და რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტის მითითება. ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტი სრულად შეესაბამება სტანდარტებს და სურვილის შემთხვევაში მისი რედაქტირება მარტივად შეიძლება”.
განახლებული jobs.ss.ge მომხმარებლის გამოცდილებაზეა მორგებული, დახვეწილია ფუნქციონალი და შექმნილია იმისათვის რომ კადრის შერჩევის თითოეული ეტაპი იყოს, რაც შეიძლება სწრაფი და მოსახერხებელი. საიტზე, პირდაპირ პირადი კაბინეტიდან, HR მენეჯერებს, კომპანიის წარმომადგენლებს ან ფიზიკურ პირებს თავად შეუძლიათ განცხადებების განთავსება და რედაქტირება ნებისმიერ დროს. ხოლო თუ ამ ყველაფერში დახმარება დაგჭირდებათ პირადი ასისტენტის უფასო სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად შეადგინოთ ვაკანსიის ტექსტი და გაიგოთ, რომელი ფასიანი სერვისის გამოყენება იქნება უკეთესი, რათა თქვენს მიერ ატვირთულმა განცხადებამ სასურველ შედეგს მიაღწიოს.
“განახლებული პლატფორმის დახმარებით კომუნიკაცია HR მენეჯერებსა და კანდიდატებს შორის ახლა გაცილებით სწრაფი და მოქნილია. ჩვენს საიტზე შესაძლებელია ერთმანეთს დაუკავშირდეთ, როგორც პირადი ნომრის, ასევე WhatsApp, Viber და რა თქმა უნდა, მეილის საშუალებით”
ახალი საიტის ფუნქციონალი ასევე საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ სტატისტიკა რეალურ დროში. ნახოთ რამდენი ვიზიტორი ჰყავდა კონკრეტულ ვაკანსიას და რამდენი გამოხმაურება ჰქონდა მას. გარდა ამისა, ყოველკვირეულად მიიღებთ დეტალურ რეპორტს ელ-ფოსტაზე, რაც საშუალებას მოგცემთ, მუდმივად აკონტროლოთ შედეგები და რეალურ დროში შეცვალოთ ან გააუმჯობესოთ სტრატეგია.
ვის გაუმარტივებს საქმიანობას ეს სიახლე? კომპანიებს რომლებიც ზრდისა და განვითრების პროცესში არიან და ბევრი აქტიური ვაკანსია აქვთ, საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციებს, რომლებსაც ცალკე HR დეპარტამენტი არ გააჩნიათ და ასევე, HR მენეჯერებს, რომლებიც დროში ძალიან შეზღუდულები არიან.
HR მენეჯერის საქმიანობის, ერთ-ერთი, მთავარი ამოცანაა კანდიდატების შერჩევის პროცესში, ვაკანსიის განაცხადი დროულად მივიდეს სწორ აუდიტორიამდე. სწორედ ამიტომ, jobs.ss.ge-ზე ვაკანსიის Facebook-ზე დარეკლამის შესაძლებლობა კვლავ იქნება. რეკლამა უზრუნველყოფს, რომ ვაკანსია ნახოს კონკრეტული სფეროთი დაინტერესებულმა Facebook აუდიტორიამაც, ეს კი კადრების უფრო სწრაფად და ეფექტურად შერჩევას გულისხმობს.
კანდიდატისთვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ვაკანსიის აღწერას, არამედ იმასაც, თუ ვინ დგას ამ პოზიციის უკან. როცა კომპანიის შესახებ ინფორმაცია და მისი ღირებულებები უფრო ღია და ნათელია მით უფრო მარტივდება შერჩევის პროცესი. შედეგად კი, ვაკანსიაზე გამოხმაურება და დაინტერესებაც იზრდება. სწორედ ამიტომ განახლებულ ვებგვერდზე კომპანიას აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი ბრენდირებული გვერდი, დაამატოს კომპანიის ღირებულებებზე, კულტურასა და ბენეფიტებზე ინფორმაცია და ატვირთოს სამუშაო გარემოს ფოტოები. გარდა ამისა მიუთითოს რუკაზე ზუსტი სამუშაო ადგილი. ეს ფუნქციონალი სამუშაოს მაძიებლებსაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს სამსახურის პოვნას მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე.
jobs.ss.ge-ზე დამსაქმებლებს დახვდებათ მუდმივად განახლებადი სამუშაოს მაძიებელთა ბაზაა, საიდანაც ისინი მარტივად შეძლებენ შესაბამისი კანდიდატების მოძიებას ნებისმიერ დროს სხვადასხვა მახასიათებლების გათვალისწინებით. ახალი ფუნქციონალის ფარგლებში კი დავამატეთ ავტომატური თეგების სისტემა, რომელიც ეხმარება, როგორც კანდიდატს, ისე პლატფორმას, რომ ვაკანსია გამოჩნდეს სწორედ იქ, სადაც საჭიროა.
სწორად შერჩეული კანდიდატი რეალურ სასიკეთო ცვლილებებს ქმნის და აძლიერებს გუნდს. განახლებული jobs.ss.ge-ის მიზანია რომ ეს პროცესი უფრო სწრაფი, ხარისხიანი და ტექნიკურად გამართული გახადოს. ადამიანური რესურსების მართვის პროცესები უნდა პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს. ეწვიეთ ჩვენს პლატფორმას, დარეგისტრირდით, სცადეთ AI ასისტენტი და შეაფასეთ რამდენად შეგიმსუბუქებთ ის ყოველდღიურ საქმიანობას.
(R)
