“ოცნების” პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმებით ჩამოეწერებათ ახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები.
მისი თქმით, აღნიშნული ჯარიმების ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. ენერგეტიკის სექტროში ჩართულ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა ერთი მილიარდი ლარია. რაც შეეხება დათქმას. იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება. ამასთან, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც“, – განაცხადა კობახიძემ.




