განაწყენება ანჩელოტიზე – გულერი, სავარაუდოდ, იჯარით წავა

Sport.es-ი წერს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “რეალს” თურქი ნახევარმცველი არდა გულერი დატოვებს.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით სეზონის ბოლომდე რომელიმე გუნდს მიაშურებს.
ახალგაზრდა შუახაზელს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ურთიერთობა დაეძაბა. ის ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში “ალმერიასთან” იტალიელმა გასახურებლად გაუშვა, თუმცა მოედანზე არ გამოიყვანა, რის გამოც თურქმა წყენა და გაბრაზება საჯაროდ დააფიქსირა.
არდა “რეალში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა და ტრავმების გამო მხოლოდ 67 წუთი ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში