განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის დამ გონება დაკარგა

ფოტო – ტვ პირველი

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის დამ გონება დაკარგა – ელენე დევიძე  სასამართლოს დერეფანში ჩაიკეცა. კადრებს ტვ პირველი ავრცელებს.

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მან თქვა, რომ “გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია” და სხდომა დატოვა.

განაჩენს სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია