განათლების ხელშესაწყობად – „თეგეტას“ მხარდაჭერით ონტოფოს ბიბლიოთეკამ ესეების კონკურსი გამართა

განათლების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ ხედვით კომპანიამ ერთი წლის წინ სოფელ ონტოფოში მდებარე საუკუნოვან ბიბლიოთეკასთან პარტნიორობა გააფორმა და მის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივის რეალიზება შეძლო. მათ შორისაა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ესეების კონკურსი – „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივითა და „ ჰოლდინგისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით მოეწყო.

თათია ხორბალაძე, „ ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: თეგეტა ჰოლდინგის“ დონაციის პლატფორმ Tegeta Care-ის ბენეფიციარების გრძელვადიანი მხარდაჭერა ჩვენთვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებააგანსაკუთრებით იმ ორგანიზაციების შემთხვევაშირომლებიც ადგილობრივი თემისა და ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ზრუნავენ.

ეების კონკურსი კარგი შესაძლებლობა იყოონტოფოს ბიბლიოთეკის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგვეძლიერებინაკერძოდმას წიგნების ფონდი შევსებაში დავხმარებოდით და ადგილობრივი ახალგაზრდები წაგვეხალისებინაგანათლების მიღების პროცესში უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ  ესარგებლათ ბიბლიოთეკიწაეკითხათ წიგნები მათთვის საინტერესო თემებზე და საკუთარი აზრი ესეების სახით გამოეხატათამ ინიციატივის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნო პროცესი იყო.

ესეების კონკურსი „სამყარო ჩემ გარშემო“, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით 2025 წელს პირველად გაიმართა, ორ ასაკობრივ ჯგუფს – V-VII და VIII-XII კლასის მოსწავლეებს – აერთიანებდა. კონკურსის მიზანი იყო ბავშვებისთვის კითხვის, ანალიზისა და საკუთარი აზრის გამოხატვის წახალისება, ასევე ბიბლიოთეკასთან უფრო აქტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.

„თეგეტამ“ ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გამრავალფეროვნებისა და განახლებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსიც გამოყო, რათა ბავშვებს კიდევ უფრო დიდი არჩევანი ჰქონოდათ და ესეების კონკურსისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ.

თათია ნადარეიშვილიონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრიავტორი და ილუსტრატორი: კონკურსის იდეა ახალგაზრდა მკითხველების გააქტიურების სურვილიდან გაჩნდაგვინდოდაბავშვებისთვის მოტივაცია მიგვეცა, ბიბლიოთეკიდან წიგნები გაეტანათწაეკითხათ და წაკითხულის შესახებ საკუთარი აზრი ესეების დახმარებით გადმოეცათამან შედეგი მართლაც გამოიღო, ბევრმა ბავშვმა, სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში, პირველად გაიტანა წიგნი ჩვენი ბიბლიოთეკიდან.

ამგვარი ინიციატივების განხორციელება და მათი მხარდაჭერა ონტოფოს მსგავს სოფლებში ცხოვრების გამოსაცოცხლებლად ძალიან მნიშვნელოვანიაყველა სოფელში უნდა არსებობდეს სივრცესადაც ბავშვებსდა არამხოლოდ მათარაფორმალურ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ“.

ესეების კონკურსის ფარგლებში „თეგეტა გრინ პლანეტმა“, რომელიც „მწვანე ესეის“ კატეგორიის მხარდამჭერი იყო, სპეციალური „მწვანე პრიზი“ დააწესა. ჯილდო გარემოსდაცვით თემაზე დაწერილი საუკეთესო ესეის ავტორს გადაეცა და მისი მფლობელი მარიამ დავითაია გახდა. ამ გზით კომპანიამ ადრეული ასაკიდანვე ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

შალვა ახვლედიანითეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: თეგეტა გრინ პლანეტისთვის გარემოს დაცვა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი არ არისეს კომპანიის ღირებულებააჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზეგანსაკუთრებით ახალგაზრდებშიგვჯერარომ სწორედ მომავალი თაობა მიიღებს ინოვაციურ და პასუხისმგებლობიან გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის მიმართულებითსწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მწვანე ესე“ კატეგორიის მხარდამჭერები ვყოფილიყავითკონკურსის ფარგლებში ძალიან საინტერესო ნაშრომები მივიღეთ და ყველა მონაწილეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს ბიბლიოთეკა 1912 წელს დაარსდა და დღეს, 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ახალი მიზნებითა და ფუნქციით აგრძელებს არსებობას. სამზრუნველოს ინიციატივით ის საზოგადოებრივ ცენტრად ყალიბდება, სადაც ბავშვებსა და ზრდასრულებს არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებზე აქვთ წვდომა.

ბიბლიოთეკის განახლების ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგმა“ მისი ტექნოლოგიური აღჭურვა და წიგნების ფონდის გამრავალფეროვნება უზრუნველყო. ეს პარტნიორობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესისა და საზოგადოების თანამშრომლობას, შექმნას რეალური, გრძელვადიანი ღირებულება – მით უფრო რეგიონებში, სადაც განათლებაზე ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

განათლების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული მდგრადობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაათეგეტა აკადემია პროფესიული უნარებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაარომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობითსამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით ამზადებს კვალიფიციურ კადრებს საავტომობილო მიმართულებითგარდა ამისაჰოლდინგი Tegeta.careის პარტნიორებთან ერთადსხვადასხვა საგანმანათლებლო გამოწვევის დასაძლევად აქტიურად მუშაობს. „თეგეტას“ თანადგომით წიგნების ფონდით შეივსო და ტექნოლოგიურად გაიმართა 20-მდე ბიბლიოთეკა სხვადასხვა რეგიონშიგანათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 1 000-მდე მოზარდიმცხეთამთიანეთის 30-ზე მეტ სოფელში 500-მდე მოზარდი სასურველი წიგნებით დასაჩუქრდა, „თეგეტამ“ საგანმანათლებლო პროექტებისთვის გასცა 5 000-ზე მეტი წიგნიპარტნიორებთან ერთად 10 გოგოს დაუფინანსა ციფრული პროფესიების სწავლება და .. „თეგეტასთვის“ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტებში თანამშრომლების მონაწილეობასხვადასხვა ინიციატივაში 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო.