„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია – COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ორგანიზაცია COGNIA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების – American International Accreditation Protocol – ის აღიარებას ითვალისწინებს.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ცნობით, COGNIA-ს მიზანია საქართველოში საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების მიწოდების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად, COGNIA-მ შექმნა და ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგადი განათლების სამივე საფეხურს.
„მნიშვნელოვანია, რომ COGNIA-ს პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, საქართველოს ტერიტორიაზე გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. აღნიშნული დოკუმენტის მქონე პირისთვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები მოქმედებენ საერთო პრინციპებითა და ღირებულებებით, რაც გულისხმობს განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, განათლების ხარისხის უწყვეტ განვითარებას, თანასწორობასა და სასკოლო საზოგადოების უფლებების განუხრელად დაცვას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ