განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებას ეხმიანება

განათლების სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებას ეხმიანება.

“სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას.

თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი.

რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში” – ნათქვამია განცხადებაში.

 

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა. 2024 წლის საგამოცდო პროგრამასთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან მრავალი ნაწარმოები ამოიღეს, მათ შორის, სრულად ამოიღებულია რამდენიმე მწერლის შემოქმედება – ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის.

  • სულხან-საბა ორბელიანი – იგავ-არაკები: “მეფე ხორასნისა”, “ძუნწი და ვაჭარი”, “უგუნური მცურავი”, “სამნი ბრმანი”, “მეფუნდუკე და დიდვაჭარი”.
  • დავით გურამიშვილი – “სწავლა მოსაწავლეთა”, “მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი”, “ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი”, “ქართველთა და კახთაგან თავინათ უფალთად შეორგულება. “სასწაულის მოწყვა ღვთისაგან”, “დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება”, “ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურატი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისგან”, “ტყვეობითგან გაპარვა დავითისგან”, “შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში”, “დავით გურამიშვილისგან საწუთროს სოფლის სამდურავი”.
  • ალექსანდრე ჭავჭავაძე – “გოგჩა”.
  • გრიგოლ ორბელიანი – “საღამო გამოსალმებისა”, “პასუხი შვილთა”.
  • ნიკოლოზ ბარათაშვილი – “არ უკიჟინო სატრფოო…”, “ცისა ფერს”, “სულო ბოროტო”, “ვპოვე ტაძარი”.
  • ილია ჭავჭავაძე – “ბედნეირი ერი”, “პასუხის პასუხი”, “ჩემო კალამო”, “განდეგილი”, “აჩრდილი” – VII თავი”.
  • აკაკი წერეთელი – “აღმართ-აღმართ”,  “სულიკო”, “ქებათა-ქება (სხვებმა სვან ღვინო)”.
  • ალექსანდრე ყაზბეგი – “ხევისბერი გოჩა”.
  • ვაჟა-ფშაველა – “ბახტრიონი”, “კოსმოპოლიტიზმი და პატრიტიზმი”,  “რამ შემქმნა ადამიანად”, “იას უთხარით ტურფასა”.
  • პოლიკარპე კაკაბაძე – “ყვარყვარე თუთაბერი” – (I და IV მოქმედებები)
  • გალაკტიონ ტაბიძე – “მშობლიური ეფემერა”
  • პაოლო იაშვილი – “პოეზია”
  • გიორგი ლეონიძე – “ნინოწმინდის ღამე”
  • ანა კალანდაძე – “მკვდართა მზე ვარ”

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება